http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

შეხვედრა საქართველოს რაგბის ნაკრებთან

2013 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “სხდომათა დარბაზში“ გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ბორჯღალოსნებთან. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მარი ხანიკაევი, ბორჯღალოსნები: დავით კაჭარავა და გიორგი ბეგაძე, საქართველოს რაგბის ეროვნული კავშირის პიარ–მენეჯერი ალექსანდრე უჯმაჯურიძე და თსსუ–ის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
ბორჯღალოსნებმა ისაუბრეს ქართული რაგბის განვითარების ეტაპებზე, წარმატებებსა და კარსმომდგარ ნოემბრის ტესტ–თამაშებზე.
შეხვედრა დასრულდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.