http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

სოლიდარობა ნიგერიელ სტუდენტებს

2013 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში, 29 სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მოეწყო სტუდენტთა საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ–ის სტუდენტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

სტუდენტებმა დაგმეს ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება, რომლის შედეგად ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასწავლო კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე თავდასხმისას დაიღუპა 50 ნიგერიელი სტუდენტი.

თავდასხმა მოხდა ღამის საათებში, მაშინ როდესაც სტუდენტებს ეძინათ. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა მოძრაობა „ბოკო ხარამიმ" აიღო, (ტელეკომპანია BBC), რომლის მიზანიცაა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალიფატის შექმნა.