http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

2013 წლის 15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. თამაშში მონაწილეობდნენ: 1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი – „უვერცხლონი“; 2. საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გუნდი – „ალილო“; 3.სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის გუნდი - „საფარა“. ინტელექტუალური თამაში შეაფასა ჟიურიმ: თავჯდომარე – მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), ვიცე–რექტორი დავით ჭავჭანიძე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ინტელექტუალურ თამაშში თითოეულ გუნდს მუსიკალურად აფორმებდნენ მხარდამჭერი ფოლკლორული ჯგუფები. აღნიშნულ ტურში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გუნდმა – „ალილო“. ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გუნდი – „ალილო“ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის გუნდი – „თსუ“. ფინალში გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება კაბადოკიაში.