http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

2012 წლის 7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, სტუდენტური თვითმმართველობის ხელშეწყობით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. ორგანიზატორი არასამთავრებო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციის პედაგოგია. მან საზოგადოებას განუმარტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა წინაშე მდგარი პრობლემები, ასევე გააცნო თეთრი ხელჯოხისა,ტაქტილური ნივთები, და ბრაილის შრიფტის ისტორია და გამოყენება. კონფერენციაზე განიხილეს უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემები და ის სტერეოტიპები,რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს