http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

STST

2013 წლის 22-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა რიგით XIV კონფერენცია - „სტუდენტთა სასწავლო–სამეცნიერო საუბრები“, რომელშიც თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი"-ს სტუდენტები.კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი ფოჩხუა.ჟიურის საპატიო წევრებად მოწვეულნი იყვნენ: თსსუ-ის ვიცე–რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია, ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე, ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით ცხომელიძე, ჰისტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია გუჯაბიძე.კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური მოხსენება - პრეზენტაციები. კონფერენციის მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ქართულ,ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. კონფერენციის დასასრულს, ჟიურის მიერ გამოვლინდა ორი საუკეთესო მოხსენება: ანა მამუჩაშვილი - „Art and Medicine“; მანანა კუცია - „GM products and Leishmania“. ასევე გამოვლინდა, დამსწრე საზოგადოების რჩეული ორი მომხსენებელი: ნათია ჩხენკელი - „Evolution incapatite de l’ouvriere“; ანა გაბრიაძე - „ Chlamydia (C.trachomatis)“. კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების მიერ არჩეულ საუკეთესო მოხსენება-პრეზეტანციის ავტორებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზები.