http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია

2013 წლის 23 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ივანე თარხნიშვილის საზოგადოების დაარსებისადმი მიძღვნილი „სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია“. კონფერენცია გახსნა ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი ფოჩხუა. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, რომელთა შორის გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო მოხსენებად მიჩნეულ იქნა: 1. „მოციმციმე არითმიის გავრცელება თბილისში 2013 წლის პირველ კვარტალში“ - თორნიკე კალაძე, მაია კაპანაძე; 2. „კომპიუტერული მოხმარების თავისებურებები სტუდენტებში“ - მიხეილ ჯანჯღავა, საიდ აჯიანცი, სოფიკო ყრუაშვილი. 3. „ფეკალიებში სისხლის არსებობისას ამებიაზის დიფერენცირება“- თამარ გვასალია. ჟიურის საპატიო წევრებად მოწვეული იყვნენ: 1. ლუიზა გაბუნია – თსსუ–ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია; 2. თამარ სანიკიძე– თსსუ–ის ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე; 3. დავით ცხომელიძე – თსსუ–ის ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით ცხომელიძე. კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ნაშრომებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზები. 24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსში, კლინიკური უნარ-ჩვევების კათედრაზე, პროფესორ ზურაბ კაკაბაძის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისათვის ჩატარდა ვორკშოფი - ექსპერიმენტულ ქირურგიასა და მორფოლოგიურ კვლევაში. პროფესორმა, ზურაბ კაკაბაძემ სტუდენტებს დაათვალიერებინა კათედრა, აჩვენა კათედრაზე არსებული ინვენტარი (მოწყობილობა-დანადგარები), აუხსნა მათი ფუნქციონირების მექანიზმები და გამოყენების წესები, ჩაუტარა მოკლე სემინარი ღეროვან უჯრედებზე და მათი აღების ტექნოლოგიებზე. ასევე, სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი წინასაოპერაციო მომზადებასა და ხელების ქირურგიული წესით დაბანაში, დაათვალიერებინა მორფოლოგიური სურათები ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით. პრაქტიკული სამუშაოს დასკვნით ნაწილში, მისივე ზედამხედველობით, სტუდენტებმა დამოუკიდებლად განახორციელეს ექსპერიმენტული ცხოველის (ვირთაგვა) ქირურგიული ოპერაცია, მუცლის ღრუს შემდგომი რევიზიით.