http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

2013 წლის 4 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰიპერტენზიის ეროვნული კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მხარდამჭერი აქცია – „აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა!“. აქციის ორგანიზატორები არიან: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (www.NCDC.ge) და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი (www.HCIPROJECT.org) ჰიპერტენზიის ეროვნული კვირეულის მხარდამჭერი აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში მოეწყო სხვადასხვა სპორტული აქტივობები: 100 მ. სარბენ ბილიკზე ჩემპიონატი სირბილში და მკლავჭიდი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები. ასევე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა ღონისძიების მსვლელობისას თავიანთ პროფესორ–მასწავლებლებს გაუზომეს წნევა. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.