http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის დღე

2013 წლის 8 აგვისტოს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურმა თვითმმართველობებმა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლური აქცია გამართეს. 

8 აგვისტოს სტუდენტებმა რიყის პარკში ცოცხალი ჯაჭვით მოხატეს საქართველოს რუკა, დაანთეს სანთლები და გაუშვეს ცის მანათობლები.



აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს სპეციალური მიმართვა:

„ ჩვენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლის თავთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მათ ახლობლებს.

ჩვენ ქართველი ახალგაზრდები არასოდეს დავივიწყებთ იმ მსხვერპლს რომელიც ჩვენმა გმირებმა გაწიეს საქართველოსთვის და ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია გავიზიაროთ ის სულისკვეთება და იდეალები, რომლის გამოც ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გაწირეს.

ჩვენ ვიზიარებთ პატრიარქის მოწოდებებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად პირველ რიგში ერის ერთიანობაა აუცილებელი. სწორედ ერთსულოვანი ერი უკეთ გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს , უკეთ ააშენებს აფხაზებს, ოსებს და ქართველებს შორის ჩატეხილ ხიდებს, შექმნის ერთიან, თავისუფალ, ყველა ჩვენი მოქალაქისათვის სასურველ საქართველოს. ჩვენ ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს მუდამ გვემახსოვრება ჩვენი ჯარისკაცების გმირული თავგანწირვა და მუდამ ვიქნებით ერთიანი, თავისუფალი, პროგრესული საქართველოს სამსახურში.

ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და საქართველოს. "


8 აგვისტოს სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. სტუდენტებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანი.


აქციაში მონაწილე უნივერსიტეტები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახისშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი , საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სეუ - საქრთველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, თბილისის უნივერსიტეტი "გეორგია", ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, თბილისის ღია უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - ალმა მატერი, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.