http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

„გენერალური ასამბლეა“

2012 წლის 17 ნოემბერს 11:00 საათზე შედგა ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი გენერალური ასამბლეა. ასამბლეამ ერთხმად ცნო სტუდენტური თვითმმართველობის წევრების უფლებამოსილება 2012 წლის 9 ნოემბრის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე. უფლებამოსილი დელეგატების სრულმა შემადგენლობამ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად კახა აბულაძე აირჩია. ასამბლეამ მხარი დაუჭირა ასევე ვიცე პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატურებს: გიორგი მიკუჩაძეს, თამარ საგანელიძეს და ქსიტიჯ კუმარს. სტუდენტური თვითმმართველობის ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გიგა სორდიას და მის გუნდს 2008-2012 წლებში იმ ენერგიული, აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის, რომელიც მიმართული იყო სტუდენტური ცხოვრების, სამედიცინო უნივერსიტეტის, თითოეული სტუდენტის ინტერესების დაცვისკენ და გუნდური პრინციპების დამკვიდრებისკენ, რამაც განაპირობა გამორჩეული, წარმატებული ისტორიის შექმნა. ახალ თვითმმართველობას წარმატებები უსურვეს ყოფილმა ხელმძღვანელებმა გიგა სორდიამ და მიხეილ დიაკონიძემ. სტუდენტური თვითმმართველობა მოგიწოდებთ აქტიურობისა და საერთო საქმის კეთებისკენ. "ჩვენ სტუდენტობა გვაერთიანებს"