http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

მინიფეხბურთის ჩემპიონატი I კურსელებისთვის

2012 წლის 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე "სპორტულ მოედანზე " თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით,გაიმართა ჩემპიონატი I კურსელთათვის-მინი ფეხბურთში.
მონაწილეობა მიიღო 12-მა გუნდმა : “Tbilisi City” , “Hamodey”, “Gangnam- Style”, “არისტოკრატები”, “ცხოველაი”, "ბაბუს თეთრი ხალათი”, “XXI”, “კუნთები" “მადაგასკარი”, “გაუჩუ”, “ჟიმნი” , “ჰადესი”.
ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს შემდეგმა გუნდებმა: “არისტოკრატები” “Tbilisi City”,“ჰადესი” , “ “მადაგასკარი””. ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა ანგარიშებით: 
“Tbilisi City” - “მადაგასკარი” – (ძირითადი დრო : 2:2 ; პენლები :3:0);
“არისტოკრატებიi” – “ჰადესი" ( ძირითადი დრო 4-4;პენლები 4:5 ). 
ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდნენ მედიცინის ფაკულტეტის გუნდი “ჰადესი”და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გუნდი “Tbilisi City”. თამაში დასრულდა “Tbilisi City”-ს გამარჯვებით – 7:5. 
ტურნირში გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციები:
საუკეთესო ფეხბურთელი –ვახო გულიტაშვილი (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკ.);
საუკეთესო ბომბარდირი _ჯუბა ავალიშვილი (მედიცინის ფაკ.);
საუკეთესო მცველი – დავით ზობელავა (მედიცინის ფაკ.);
საუკეთესო მეკარე – ლაშა ოსეფაშვილი (მედიცინის ფაკ.).