http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

საერთაშორისო კულტურული ფესტივალი

2013 წლის 14-17 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტისა და სტუდენტების ორგანიზებით, ჩატარდა “სტუდენტთა საერთაშორისო კულტურის ფესტივალი”, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ინდოეთი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, რუსეთი, თურქეთი, ისრაელი, აზებაიჯანი, ირანი, ნიგერია,სურინამი, ერაყი. 14 მაისს უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში დადგეს “Flash Mob”-ი, გაიმართა ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება და ფოტო–გამოფენა.15 მაისს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოელი სტუდენტები. კონცერტს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი. ფესტივალის განმავლობაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები: მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ბადმინტონში, ნარდსა და კრიკეტში. 17 მაისს, ფესტივალის დახურვის დღეს, გამარჯვებულ უცხოელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა ზაურ ფხალაძემ და ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს საპრიზო სიგელები, მედლები და თასები.