http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

წიგნის საერთაშორისო დღე

2013 წლის 23 აპრილს, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, აღინიშნა “წიგნის საერთაშორისო დღე”. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო წარმოდგენა - “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, სადაც „წიგნებს“ ადამიანები ასახიერებდნენ. მათი “წაკითხვა” მკითხველს საუბრის საშუალებით მიეცა. “წიგნებად” მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი და მსახიობი გიორგი ზანგური, მწერალი ლაშა ბუღაძე. “ცოცხალმა ბიბლიოთეკამ” სტუდენტებს საშუალება მისცა უფრო ახლოს გასცნობოდნენ ლიტერატურაზე მუშაობის ხელოვნებას და გაეგოთ, თუ როგორ იწერება ყველაზე პოპულარული თანამედროვე წიგნები.