http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

საქველმოქმედო აუქციონი

2013 წლის 16 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად ჩატარდა საქველმოქმედო აუქციონი ახალგაზრდა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად. აუქციონზე გაიყიდა პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ შემოწირული ნივთები. აუქციონზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ლოტები: ორი ჰალსტუხი, საოპერაციო ფორმა – თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; კალამი– თსსუ–ის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე; „ზარმაცი კაცის 10 მცნება“ – თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; საკალმე, იმუნოლოგიის სახელმძღვანელო (3 ეგზემპლარი) – თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; ჰალსტუხი – თსსუ–ის ფუნქციური მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ციბაძე ; სამაჯური – თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი; ტოფოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო (3 ეგზემპლარი ) – თსსუ–ის ტოპოგრაფიული ანატომიის დეპარტამენტის და მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კიკალიშვილი ; მაისური – თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ენდოდონტიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე; ლამბაქი და ფინჯანი – თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტისოპერაციული ოდონტოლოგიისა და კბილთა რესტავრაციის მიმართულების პროფესორი ნინო ჭიპაშვილი; კალამი – თსსუ–ის სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბადრი არზიანი; რელიქვია – დოკუჩაევის გამოსახულებით – თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის, გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე; ყელსაბამი – თსსუ–ის სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ხვიტია; კალამი – თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; ყელსაბამი – თსსუ–ის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულების პროფესორი ირინა ზარნაძე; სუვენირი კაბადოკიიდან – თსსუ–ის კლინიკური ანატომიის მიმართულების მოწვეული პედაგოგი ირაკლი ამირანაშვილი; ზარდახშა – თსსუ–ის პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი; მამაკაცის აქსესუარების კომპლექტი – თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი; ორი იაპონური ფინჯანი – თსსუ–ის სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; პორტსიგარი, საფერფლე – თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი; იაპონური სანდლები – თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე; დოქი – თსსუ–ის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე; სუვენირები – თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი; ფარ–ხმალი – თსსუ - ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ბადრი მაჭავარიანი; ბანქოს დასტა – მოწვეული სტუმარი, ილუზიონისტი დავით რობაქიძე. აუქციონის ჩატარების შედეგად სულ შემოვიდა 1060 ლარი. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება გიორგი ყორღანაშვილის ფონდში. საღამო გააფორმა ილუზიონისტმა და შოუმენმა დავით რობაქიძემ.