http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

საქველმოქმედო აქცია საპატრიარქოს თავშესაფარში

2013 წლის 5 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ ჩატარდა ჰუმანიტარული აქცია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ თავშესაფარში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა). თავშესაფარში ცხოვრობს 18 ოჯახი, მათ შორის 37 მცირეწლოვანი ბავშვი. თავშესაფარში მცხოვრები თითოეული მათგანი უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება: არ აქვთ გაზი და ელექტროენერგია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირველადი საჭიროების ნივთები. აღნიშნული აქციის ფარგლებში, თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებთან ერთად დაურიგდათ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეგროვებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, სკოლის სახელმძღვანელოები, სათამაშოები და სხვა საჭირო ინვენტარი. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში მცირეწლოვან ბავშვებს თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო კონსულტაცია.