http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

საქველმოქმედო კონცერტი-„სამშობლო, როგორც უფალი“

2012 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის "წითელ დარბაზში" პოეტ გიორგი მოსიაშვილის ინიციატივითა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „სამშობლო, როგორც უფალი“. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და პოეტები: გია ნიკოლაძე(ნიკოლ შოუ), დათო არჩვაძე, მიშა ზაქარიაშვილი, დათო ლონდარიძე, თეატრალური კვარტეტი, ნოდიკო ტატიშვილი, მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი ძამუკაშვილი, ოთო ნემსაძე, ქეთი თურქაძე, თემურ ჩალაბაშვილი, გულიადა სანოძე, გიორგი მოსიაშვილი, ედუარდ უგულავა, სულხან წულუკიძე, „მებაღე“, ნიკო ნორიელი. საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, ზურაბ ორჯონიკიძე, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები, პროფესორ მასწავლბლები და მოწვეული სტუმრები. შემოსული თანხა მოხმარდება ხატისსოფლის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსს.