http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

განათლების, მეცნიერებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი


2013-10-31

შემეცნებითი პრეზენტაცია „გავაცნოთ საინგილო სტუდენტებს“

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შემეცნებითი პრეზენტაცია "გავაცნოთ საინგილო სტუდენტებს". ღონისძიებაე მოწვეული ოყო ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი, ასევე ისტორიკოსები და საინგილოს საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საინგილოში არსებული პრობლემები და პრობლემის გადაჭრის გზები. 

ვრცლად
2013-10-26

ტრენინგი პირველკურსელი სტუდენტებისათვის

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ინიციატივით ჩატარდა ტრადიციული ყოველწლიური ტრენინგ-სემინარები პირველკურსელთათვის. ტრენინგის თემატიკა იყო: პრეზენტაციის ხელოვნება;
პროექტების წერა;
თანატოლთა განათლება;
ლიდერობა;
და სხვა აქტუალური თემები. 

ვრცლად
2013-10-17

სტუდენტების როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვაში

2013 წლის 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით I სასწავლო კორპუსის ცისფერ დარბაზში კოალიციამ " დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ჩაატარა სემინარი - "სტუდენტების როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესებში". სემინარში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. საღამო დასრულდა ალაფუშეტით

ვრცლად
2013-09-23

წიგნის პრეზენტაცია „რადარამი“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ათულ გავანდეს წიგნის– "სირთულეები: ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ " პრეზენტაცია.წიგნი დაწერილია ექიმის მიერ დადაფუძნებულია სამედიცინო სფეროში მომხდარ რეალურ ფაქტებზე.პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ვრცლად
2013-09-16

პირველკურსელების დახვედრის ცერემონიალი

 16 სექტემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა დახვედრის ცერემონიალი. სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა მიესალმა პირველკურსელებს, ასევე სტუდენტურმა თვითმმართველობამ დააჯილდოვა 10  პირველკურსელი, რომლებიც მაღალი ქულებით ჩაირიცხნენ სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი სტუდენტური კონცერტი. თსსუ–ის სპორტისა დახელოვნების ცენტრის ქოგრაფიული ანსამბლისონცერტი და RED BULL-ის აქცია კონცერტი.

ვრცლად
2013-03-29

„საქართველო თამბაქოს გარეშე“

თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტებისთვის წამახალისებელი ფოტოკონკურსი ჩაატარა, რომელიც მიეძღვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შექმნას და თამბაქოს ზეგავლენის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. თსსუ–ის პირველი სასწავლო კორპუსის “ცისფერ დარბაზში“ ფოტოკონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ჩემი ბოლო სიგარეტის ღერი" ჩვენება შედგა. 

ვრცლად
2013-03-29

„მწვანე აბი“-ს პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიში გაიმართა კლუბ „მწვანე აბის“ პრეზენტაცია, რომელიც ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით. კლუბის მიზანია, განტვირთვის და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდობას. კლუბის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა რობ რეინერის ფილმის "The Bucket List"- ის ჩვენება. 

ვრცლად
2013-03-24

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2013 წლის 22, 24 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის, „USAID- საქართველოს“, „წითელი ჯვრისა“ და თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ორგანიზებით ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 22 მარტს ჩატარდა საჯარო ლექცია. 24 მარტს, პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეიკრიბნენ „მთაწმინდის პარკში“, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მოირთო სიმბოლური „ნატვრის ხე“ რომელზეც სტუდენტები ამაგრებდნენ ლენტებზე წარწერილ სურვილებსა და სლოგანებს ტუბერკულოზის თემატიკაზე. აქციის მონაწილეების მიერ გაკეთდა TB–ს ლოგოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი და მოიხატა „მთაწმინდის პარკის“ გარე ფასადი.

ვრცლად