http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

პირველკურსელების დახვედრის ცერემონიალი

2013 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დაიწყო. სამედიცინო ქალაქის ეზოში შეკრებილ ათასობით სტუდენტს მიესალმა და სწავლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ:
დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მამუკა ბერიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი
მამუკა ქაცარავა – ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი
გოდფრი პელი – ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორი
ნიკოლას ჰოდსონი – ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) სტომატოლოგიის ინსტიტუტის რეკონსტრუქციული (აღდგენითი) სტომატოლოგიის სპეციალისტი, დოქტორი
იან ზეიდა – სილეზიის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
კენეტ ვოლკერი – ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი–მედიცინისა და ნევროლოგიიის პროფესორი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, პროფესორი
ნიკოლოზ გონგაძე – ღვაწლმოსილი პედაგოგი, თსსუ–ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ჯოანა და კოსტა – მედიცინის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი (შვედეთი)
ქშიტიჯ კუმარი – მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტი (ინდოეთი)
კახა აბულაძე – თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
საზეიმო ცერემონიალზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა ათი ყველაზე რეიტინგული პირველკურსელი. სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ სასწავლო სახელმძღვანელოები. 
ახალი სასწავლო წლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში (16–27 სექტემბერი) წაიკითხავენ ლექციებს თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, პირველკურსელებს 2013/2014 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის დეკანმა. ასევე, საპრეზენტაციო შეხვედრა ჩაატარეს თსსუ–ის უცხოური სასწავლო პროგრამების: ქართულ–ამერიკული – „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ და ქართულ–ფრანგული – "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის" ხელმძღვანელებმა.
თსსუ–ის ყველა პირველკურსელს დაურიგდა: საკოორდინაციო–საინფორმაციო გზამკვლევი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია თსსუ–ის სტრუქტურული და ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, ახალი სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეულის პროგრამა,თსსუ-ის “სამედიცინო გაზეთის” 2013 წლის სექტემბრის ნომერი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი სტუდენტური კონცერტი.კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი სოფო ბედია და ახალგაზრდული ბენდები: „Readioactive“ (თსსუ–ის სტუდენტური ბენდი) და “Melou”
ამავე დღეს, უცხოელი სტუმრებისთვის, თსსუ–ის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“, თსსუ–ს სპორტისა და ხელოვნების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "ვეგა", კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრები, ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "დეკა", თსსუ–ის უცხოელი სტუდენტი ტიშერა გლაზგო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უცხოელი პროფესორები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.