http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2013 წლის 22, 24 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის, „USAID- საქართველოს“, „წითელი ჯვრისა“ და თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ორგანიზებით ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 22 მარტს ჩატარდა საჯარო ლექცია. მოხსენება წაიკითხეს ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის, ადვოკაციის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მობილიზების კოორდინატორმა ეკატერინე სანიკიძემ, თსსუ–ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლამარა ვაშაკიძემ, „USAID“ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორმა თამარ გაბუნიამ, ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის კეთილი ნების ელჩმა ზაალ ჩიქობავამ. მოხსენებები წაიკითხეს ასევე თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: თეა ბაქრაძემ – „ტუბის პრევენციისატვის საჭირო ღონისძიებები“ (III კ.), ანი ბერაიამ და მარიამ ბერიძემ – „მკურნალობისა და დიაგნიოსტიკის მეთოდები“ ( II კ.) . საჯარო ლექციას ესწრებოდნენ: „USAID- საქართველოს“ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და , „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები, თსსუ–ისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. 24 მარტს, პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეიკრიბნენ „მთაწმინდის პარკში“, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მოირთო სიმბოლური „ნატვრის ხე“ რომელზეც სტუდენტები ამაგრებდნენ ლენტებზე წარწერილ სურვილებსა და სლოგანებს ტუბერკულოზის თემატიკაზე. აქციის მონაწილეების მიერ გაკეთდა TB–ს ლოგოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი და მოიხატა „მთაწმინდის პარკის“ გარე ფასადი.