http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

კონფერენცია თემაზე: „მომავლის მედიცინა“

2012 წლის 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა ფშაველას გამზ. 33) ადმინისტრაციული კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“ ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა ამავე საზოგადოების დაარსების 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია - „მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“. კონფერენციაზე მოხსენებულ იქნა ლექციები შემდეგ თემებზე: „პორტული ჰიპერტენზიის მკურნალობის ახალი მეთოდი აუტოორგანული ბიოფილტრის გამოყენებით.“ „მომავლის მედიცინა , ქსოვილების ბიოინჟინერია და მათი პერსპექტივა კლინიკურ პრაქტიკაში.“ - პროფესორი ზურაბ კაკაბაძე. „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები კლინიკურ პრაქტიკაში.“ „კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები.“ -პროფესორი გოჩა შათირიშვილი. ბოლო ბლოკში ჩატარდა მასტერკლასი ენდოსკოპურ ქირურგიაში. კონფერენციის დასასრულს მოწვეული სტუმრები და მონაწილეები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით.