http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

„სტუდენტები მომავლისათვის“

2013 წლის 3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოში პირველად, 13 უმაღლესი სასწავლებელი ერთი საერთო საქველმოქმედო იდეის ირგვლივ გაერთიანდა. გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. ღონისძიების გენერალური სპონსორი და ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტები:
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
4. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
8. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
9. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
10. საქართველოს უნივერსიტეტი
11. აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
პროექტის პარტნიორები და სპონსორები იყვნენ:
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ფონდ იავნანას ბაზაში მყოფ 5 ოჯახს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტერდებათ.
2. თბილისის სამედიცინო აკადემია - სამედიცინო აკადემიის რექტორმა ბატონმა კახა ქუნთელიამ პატარა სალომეს საჩუქრად გადასცა კომპიუტერი
3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ-ს რექტორმა ბატონმა გია კავთელიშვილმა ერთ-ერთ ბავშვს ოცნება აუხდინა და საჩუქრად ველოსიპედი გადასცა,ასევე ხუთივე ოჯახს უპასო კონსულტაცია სეუ-ს კლინიკაში
4. ფარმაცევრული კომპანია – PSP - ფარმაცევტულმა კომპანიამ ერთ-ერთ ოჯახს 200 ლარიანი ვაუჩერი გადასცა
5. ტექნიკის სახლი – OK - კომპანიამ ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა
6. ტელეკომპანია – STV
7. კომპანია – RAY LIGHT
8. ფოტოსტუდია – MANUSCRIFT

აღნიშნული პროექტიდან შემოსული თანხით სტუდენტები დაეხმარებიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ბაზაში არსებულ ხუთ ოჯახს.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები:
- პაატა ბურჭულაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მეგობრებთან ერთად
- მიტროპოლიტი პეტრე
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები
- პროექტის პარტნიორი და მონაწილე 13 უნივერსიტეტის რექტორები და თვითმმართველობის პრეზიდენტები, ღონისძიების სპონსორები, ფონდ „იავნანას“ ბაზაში არსებული ოჯახები.