http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

სოხუმის დაცემის დღე!

2013 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. სასწავლო კორპუსების ეზოში შეიკრიბნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, რომლებმაც გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ექიმები და სტუდენტი–მედიკოსები, ყვავილების გვირგვინით შეამკეს მათი ხსოვნისადმი აგებული მემორიალი.აფხაზეთის ომში დაღუპული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების – გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის და ნიკოლოზ ღიბრაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ, ხოლო მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თამარ ჟღენტმა წაიკითხა აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ლექსი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ექიმებისა და სტუდენტი–მედიკოსების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოძღვარმა.
აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ თსსუ–ის სტუდენტები გაემართნენ გმირთა მოედნისაკენ, სადაც შეუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გამართულ ერთიან მსვლელობას,რომელშიც 5000 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.ახალგაზრდება ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მათ ხსოვნას.