http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
სექტემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
             

სიახლეები


2013-03-08

„თანასწორთა განათლება“

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 30 სტუდენტი. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ მიმართულებებში: ლიდერობა, პროექტების მართვა, პროექტების წერა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, თანასწორთა განმანათლებლები, ექიმთა უფლებები, მონიტორინგი და სხვა. გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ ჩაატარებენ ტრენინგს და გადაამზადებენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებებში. 

ვრცლად
2013-03-07

დონორთა კლუბის აქცია

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და „დონორთა კლუბის“ ორგანიზებით ჩატარდა სისხლის დონაციის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტის 50 მდე სტუდენტმა. მუდმივ დონორებს გადაეცათ სიმბოლური მადლობის სიგელები უანგარო დონაციაში შეტანილი წვლილისთვის. 

ვრცლად
2013-02-14

„ზამთრის სკოლა 2013“

თსსუ-ის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში ჩატარდა სტუდენტური საგანმანათლებლო პროექტ, ტრენინგების ციკლ „ზამთრის სკოლა 2013“. ჩატარდა კონფერენციები შემდეგ მიმართულებებში:"კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ–ჩვევები"  "პირველადი სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება", "ადამიანის სხეულის ენა"და "კონფლიქტური სიტუაციების მართვა". პროექტი „ზამთრის სკოლა 2013“ დასრულდა საზეიმო წვეულებით.

ვრცლად
2012-12-27

სტუდენტთა სამეცნიერო საუბრები

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზიგადოების ორგანიზებით სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ტრადიციული   ღონისძიება სტუდენტთა სამეცნიერო საუბრები. ღონისძიებაზე განხილული იყო სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები და იშვიათი დაავადებები,  მათი მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები. 

ვრცლად
2012-12-24

სტუდენტთა კვლევითი კონფერენცია

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის და ივ.თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით 24 დეკემბერს გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები და მიღწევები. 

ვრცლად
2012-12-24

“ლიტკლუბი“-ს პოეზიის საღამო

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ლიტერატორული კლუბის პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიტ.კლუბის  პოეტები. პოეტებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი შემოქმედება და გამოცდილება პოეზიის სფეროში. 

ვრცლად
2012-12-21

უცხოელების კონფერენცია

2012 წლის 21-22 დეკემბერს თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა უცხოენოვანი სტუდენტების კონფერენცია საბაზისო მიმართულებებში. მოხსენება წაიკითხეს უცხოენოვანი ფაკულტეტის ლექტორებმა. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა 18 უცხოელი სტუდენტი. 

ვრცლად
2012-12-20

კონფერენცია თემაზე: „მომავლის მედიცინა“

2012 წლის 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“ ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა ამავე საზოგადოების დაარსების 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია - „მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“.

ვრცლად