http://students.tsmu.edu/
სიახლის გამოწერა https://www.facebook.com/TSMU.Students.Self.Government https://www.youtube.com/user/tsmutvitmartveloba?sub_confirmation=1 123123
ნოემბერი 2017
ორშ. სამშ. ოთხშ. ხუთშ. პარ. შაბ. კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             

სიახლეები


2013-04-18

ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე

ა.წ.  18 აპრილს თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აღინიშნა ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს და დაასუფთავეს თბილისის ფარგლებში და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები. 

ვრცლად
2013-04-16

საქველმოქმედო აუქციონი

თსსუ-ის  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად ჩატარდა საქველმოქმედო აუქციონი ახალგაზრდა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად. აუქციონზე გაიყიდა პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ შემოწირული ნივთები. 

ვრცლად
2013-04-14

რა? სად? როდის?

თსსუ ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში – „რა? სად? როდის?“. მონაწილეობდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 26 გუნდი. გამოვლინდა სამი საპრიზო კატეგორია. გამარჯვებული გუნდი „ვიტამინი“ წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტს სტუდენტურ დღეებზე. 

ვრცლად
2013-04-12

ფილმის ჩვენება „9 აპრილი“

თსსუ ის სტუდენტური თვითმმართველობისა და კლუბ  „მწვანე აბის“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული სისხლიანი მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. სახელწოდებით- "გვახსოვვდეს 9 აპრილი" ნაჩვენები იყო რეჟისორ ლევან ადამიას ფილმი "კომენდანტის საათი" მოწვეული სტუმრები: რეჟისორი - ლევან ადამია. სცენარის ავტორი-ირაკლი სოლომანაშვილი.

ვრცლად
2013-04-10

ექიმთა უფლებები

თსსუ-ის  სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე "ექიმთა უფლებები საქართველოში". ლექციაზე განხილული იქნა ჯანდაცვის სამართლის ზოგადი პრონციპები და მოქმედი კანონები. 

ვრცლად
2013-04-09

„9 აპრილი“

თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სტუდ.თვითმმართველობის განვითარების კომისიასთან ერთად განახორციელა 9აპრილის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური ღონისძიება.

ვრცლად
2013-04-05

საქველმოქმედო აქცია საპატრიარქოს თავშესაფარში

თსსუ-ის  სტუდენტური თვითმმართველობის, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ორგანიზებით  ჩატარდა საქველმოქმედო  აქცია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ თავშესაფარში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 18  ოჯახის დასახმარებლად. 

ვრცლად
2013-04-04

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მარათონი  ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. ღონისძიებაში ჩართული იყო როგორც სტუდენტობა, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები.

ვრცლად